თეგებით ძიება

"გული მწყდება როდესაც გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ" – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, ყველა კანდიდატი გაყვებოდა ნარკოტესტთან დაკავშირებით.

“გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და ყველანი ერთად შევძლებდით, უფრო მეტი პოპულარიზაცია მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების წესის.

თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ადამიანურად გული მწყდება, როდესაც გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ,”- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერმა, კახა კალაძემ საჯაროდ ნარკოტესტი ჩააბარა და იმავე ქმედებისკენ მოუწოდო სხვა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს. მოგვიანებით პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა