თეგებით ძიება

"ასე დაიფშვნება სუსი" - "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" პროტესტის ნიშნად სუს-თან მანქანა დააზიანა (ვიდეო)

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საკუთარი მანქანით მივიდნენ და და შენობის წინ მანქანა დაზიანეს.

პარტიის რამდენიმე მხარდამჭერმა და წევრმა ნაჯახი ჩაარტყა, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ცოტნე კობერიძემ პულვილიზატორით მანქანის სახურავზე პარტიის საარჩევნო ნომერი დააწერა.

პოლიციამ დააკავა პარტიის რამდენიმე წევრი.

აქედან იმართება ეს ქვეყანა, ყველაფერი. ახლაც 2 ოქტომბრის არჩევნებსაც აქედან ჩაატარებენ. ეს ხალხი არის, ვინც მართავს ამ ქვეყანას. ისინი შემომძვრალნი არიან ყველგან, თქვენს ცხოვრებაში და აკონტროლებენ ყველაფერს. ყველაფერი იციან თქვენზე, რას ჭამთ, რას სვამთ, რა გიხარიათ, რა გიხარიათ რა არ გიხარიათ, რით შეიძლება თქვენი გამოჭერა, დაშანტაჟება - ამით მართავენ ქვეყანას.

ამათი სიმბოლო ხომ იცით რა არის? "შკოდა ოქტავიები", რომლითაც დადიან. ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაიწლესო და დაინგრეს, როგორც ამათი სიმბოლო შკოდა ოქტავიები დაილეწება ახლა".

მანქანის დალეწვის დროს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრების შეჩერებას ადგილზე არსებული პოლიცია ცდილობდა.

"პერფორმანსია... ჩემი მანქანაა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა