თეგებით ძიება

"კოკაინშიკია", ეს პრობლემა მას ბოლო პერიოდში გაუჩნდა - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ 15 წუთი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პირველის არხის" ჟურნალისტთან განაცხადა.


მისი თქმით, გიორგი გახარიამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარ გუნდს და ქვეყანას უღალატა.

„ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას, უღალატა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში კაცმა გაყიდა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი პრემიერი გვყავდა. თუ ამაზე არის საუბარი, რა ტქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზეც ვიღებთ. ეს კაცი არის მატყუარა, მოღალატე და არ აქვს კაცობის ნიშანწყალი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ კახი კალაძეს პირდაპირ დაუპირისპირდა ისეთ კონკურენციაში, სადაც მეორე ადგილის აღების შანსიც არ აქვს. დიდხანს ამ კაცზე ;ლაპარაკი არ ღირს, მან დაკარგა აქტუალობა.

ეს არჩევნები არის დაპირისპირება, ისევ და ისევ, სამწუხაროდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. დღეს ვლაპარაკობთ ვიღაც კაცზე, რომელსაც არავითარი შანსი არ აქვს, რომ მეორე ადგილსაც კი მიუახლოვდეს, არც პარტიულად და არც როგორც კანდიდატს. 15 წუთი ვლაპარაკობთ ვიღაცაზე, ვისაც არანაირი შანსი არ აქვს, რომ თუნდაც ორნიშნა მაჩვენებელი აიღოს ამ არჩევნებში. დღეს ჩვენ კონკურენცია გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთანაც ეს არის ალიანსში. სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ 15 წუთი. ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, მიუხედევად იმისა, რომ იქამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. დღეს მთავარი თემა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რისი ერთი პატარა ჭანჭიკი არის ამ შემთხვევაში გახარია. იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ მთავარ პრობლემაზე, ვსაუბრობთ ვიღაც ჭანჭიკზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე ეჭვები მისი ხელისუფლებაში ყოფნისას გაუჩნდათ, თუ ახლა, კობახიძემ უპასუხა, რომ „მას ეს პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი“.

„ეს პრობლემა, ჩვენი ინფორმაციით, მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. დანარჩენი, მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს ის, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. აქ მარტივად არის საქმე. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად – კახა კალაძე გამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის და ეს კაცი უცებ აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. დრო გავიდა უკვე. კეთილი ენება და მოეტანა ტესტი. ავსტრიაში არა იქ ჩააბარა, მოეტანა ტესტი, ამას თავის ვადები აქვს, ახლა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება. ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა