თეგებით ძიება

პარლამენტში ნიკა მელიასთვის ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვავს. სხდომა დღის პირველ საათზე გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა