თეგებით ძიება

"კოკაინშიკი გახარია" - რატომ აღმოჩნდა გიორგი გახარია პოლიტიკურ ჭაობში

ანალიზზე უარის თქმით, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიური პრობლემები თავად აღიარა, ამტკიცებენ "ქართული ოცნების" წევრები.მმართველი გუნდის წევრები გახარიას ურჩევენ, რომ საერთოდ თავი დაანებოს პოლიტიკას, რადგან მას გამარჯვების შანსი არ აქვს.

ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.

"გახარიამ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვები დააგროვა, რომ ის აღმოჩნდა პოლიტიკურ ჭაობში. ამის შემდგომ რაც მეტს იმოძრავებს და იაქტიურებს კიდევ უფრო ჩაიძირება",- ამბობს გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან"

ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც გახარიას მთავრობის წევრია ამბობს, რომ - "მე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ალბათ, ის ჩატარებული ნარკოტესტი, რომელიც გიორგი გახარიამ დააანონსა, მოჰფენს ნათელს არის თუ არა ნარკომომხმარებელი".

ცნობისთვის, ქვეყნის ყოფილი პრემიერი პასუხს ნარკოტესტზე, ავსტრიიდან ელოდება. მისი განმარტებით ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა