თეგებით ძიება

ადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე მთელ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამტკიცებს რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა.

ღარიბაშვილს განცხადებებს იწონებს "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა.

"იყო უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი, მინიმუმ ხარვეზი, იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეც. დანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს იყო დაშვებული უამრავი ხარვეზი, რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ა. შ. ამაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახორციელებდა შტურმს.",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას, აცხადებს, რომ "დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს."


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა