თეგებით ძიება

კალაძე გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა - ანა ბიბილაშვილი

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი დედაქალაქში არსებულ ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს.

“საქართველოში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა საქართველოში სამჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით 4-ჯერ გაიზარდა სასუნთქი გზების დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს არის ჰაერის ხარისხის მთავარი პრობლემა და ამ ყველაფრის შემდეგ კალაძე გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ეს არის მოსახლეობის პირდაპირი დაცინვა, რასაც ის არ ერიდება” - ანა ბიბილაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა