თეგებით ძიება

როგორ გადასცა მხარდამჭერმა შეხვედრის შემდეგ „პლანი“ – ნიკა მელია სახალისო ისტორიას იხსენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთ-ერთ გადაცემაში იხსენებს, თუ როგორ გადასცა ამომრჩეველმა „პლანი“.

„დასავლეთ საქართველოში ვარ ჩასული, შეხვედრა დასრულდა, საღამოა და ვაპირებ თბილისში წამოსვლას.ერთი ადამიანი, 50 წლის იყო, გადამეხვია, ხელი ჩამომართვა და ხელში რაღაც ჩამიდო. ეს ჩემგან შენო – მივხვდი რაც იყო.

პირველად ვიფიქრე, რომ მოგზავნილი ადამიანი იყო, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ მხოლოდ მხარდამჭერი იყო. მინდოდა რომ „პლანი“უკან დამებრუნებინა. ბოლოს ვუთხარი, მთავარია ახლა ხმა მოგვეცი-თქო. ბოლოს მითხრა „პლანს“ გაძლევ და ხმას როგორ არ მოგცემო“,- ყვება ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა