თეგებით ძიება

"ოცნება განაცდა" - გიორგი გახარიას პასუხი ღარიბაშვილს

"ოცნება განაცდა" - ასე ეხმაურება ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს "გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით.

გახარია მოქმედი პრემიერის ნაცვლად ბოდიშს უხდის და სოლიდარობას უცხადებს იმ პოლიციელებს, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

„მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენთან ერთად იქ იბრძოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის და ინსტიტუტებს იცავდა - ბოდიში მოვუხადო, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო და ვუთხრა, მათ რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას. იქ იმდენი ღირსეული ადამიანი იყო, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა შეწირეს - არავის აღარ ახსოვს დღეს იქ დაზარალებული პოლიციელები. მე ერთი კომენტარი მაქვს ამასთან დაკავშირებით. გუშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოცნება განაცდა - მეტი არაფერი არ იყო ეს. დღეს ოცნება, რომ ქართული არ არის ეს უკვე ვიცი, მაგრამ ნაცური გახდა ეს ოცნება,“ - აცხადებს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამის ლოგიკით პარლამენტზე განხორციელებული შტურმი სწორი იყო და "ნაციონალურ მოძრაობას" ამით არაფერი დაუშავებია, რაც "ოცნების" მიერ მელიას ამნისტირების მოტივაციასაც ხსნის.

„შეხედეთ რა თქვა, ლოგიკა როგორ იყო - გამოვიდა, რომ ამ ხალხმა იცოდა წლების განმავლობაში, რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას არაფერი არ დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა ცემა-ტყეპით, ძალადობით, პოლიციაზე თავდასხმებით და ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად.“ - ამბობს გახარია.

„გადაეცით, რომ ოცნება განაცდა.“ - შეუთვალა მან ოცნების ლიდერებს ჟურნალისტის პირით.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ამჟამინდელი ლიდერები, ყოფილ თანაგუნდელს გიორგი გახარიას აკისრებენ 20 ივნისის, გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა