თეგებით ძიება

"შვილებით ემუქრებოდნენ" - გიორგი ვაშაძის მტკიცებით, სამტრედიაში მათი კანდიდატი გაიტაცეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიის სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ იყო დაკავებული და მას შვილებით ემუქრებოდნენ, რათა კანდიდატურა მოეხსნა.

"გუშინ, 8 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება," - აცხადებს ვაშაძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა