თეგებით ძიება

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც "ნაცმოძრაობამ" 5 წლის წინ განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება - კობახიძე საია-ს სარჩელზე

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას გულისხმობს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება.

ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი სახელით შეიტანა. მაშინ "ნაცინალური მოძრაობის" ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო სამართლომ ნაციონალური მოძრაობის აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა.

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორიელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება," - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა