თეგებით ძიება

ოკუპირებილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის დუმის არჩევნებზე ხმა სოხუმში მისცა

ოკუპირებილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, რომელისც ამავე დროს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, რუსეთის დუმის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ეს რუსეთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, ამიტომ, მე, როგორც აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, მოვსულიყავი და ხმა მიმეცა", - განაცხადა სოხუმში გახსნილ საარჩევნო უბანში ბჟანიამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 9 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ დროისთვის ხმა დაახლოებით 4500-მა ადამიანმა მისცა.

რუსეთში სახალმწიფო დუმის არჩევნები 17 სექტემბრიდან მიმდინარეობს და დღეს, 19 სექტემბერს დასრულდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნებიც.


რუსეთს საქართველოს 2 რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული აქვს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. ოფიციალური მოსკოვი, დღმდე აკონსტროლებს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა