თეგებით ძიება

"სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით, "დროამ" ცესკოში სარჩელი შეიტანა

თბილისშა და რეგიონებში გამოკრული "სისხლიან ბანერებთან" დაკავშირებით, პარტია "დროამ" ცესკოში სარჩელი შეიტანა.

როგორც პარტიის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საარჩევნო კაპმანიის დროს სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი.

"კამპანიაში აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი, ტირაჟი და ა.შ. ეს ყველაფერი კი მითითებული არ არის.
კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც შეასრულონ კანონი. აღიარონ, რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს,” - აცხადებს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბრიდან დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში ე.წ. სისხლიანი პლაკატები გამოჩნდა, რომლებიც სიძულვილის ენებს შეიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა