თეგებით ძიება

ზაალ უდუმაშვილმა წილკანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

მცხეთაში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი წილკანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა და მოსახლეობას ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

"აქ 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ აქვთ კონკრეტული პრობლემები, რომლებიც წლიდან-წლამდე არ გვარდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრაქტიკულად აქ არავის არ მოუკითხავს ეს ხალხი. მათ აქვთ გზის პრობლემა, წყლის პრობლემა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა