თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 49,2

„ნაციონალური მოძრაობა“ - 29,8

„საქართველოსთვის“ - 4,1

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2,8

„ლელო“ - 2,1

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1,9

„მესამე ძალა“ - 1,2

„მოქალაქეები“ - 1,2

„ლეიბორისტული პარტია“ - 1,1

„ევროპული საქართველო“ - 1,1

გირჩი“ - 0,6

„სხვა პარტიები“ - 4,9


თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა