თეგებით ძიება

“ქართული ოცნება” სავარაუდო ჩანაწერებზე პასუხისმგებლობას ექსპრემიერ გიორგი გახარიას აკისრებს

პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სავარაუდო ჩანაწერებზე პასუხისმგებლობა გადამდგარ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ის, რომ გაკვირვებულია გახარია, თავისთავად იწვევს გაკვირვებას, იმიტომ, რომ კაცი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, შს მინისტრი და ვისაც უშუალოდ ევალებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ამ ჩანაწერებზე, კანონიერ და უკანონო მოსმენებზე, თუ ასეთი არსებობს, ეს ადამიანი არის დღეს მის გუნდში და პირველ რიგში მას უნდა ჰკითხოს, რა არის ავთენტური, რატომ ხდებოდა ჩაწერა“, – აცხადებს სუბარი.

ცნობისთვის, ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა. საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა