თეგებით ძიება

არ მინდა დავიჯერო, რომ ეგეთი სულელები არიან - კახა კალაძე "ლელოს" პასუხობს

თბილისი მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახი კალაძე "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის 2021"-ის ბანერის მისი ფოტოებით ჩანაცვლებას ეხმაურება და "ლელოს" განცხადებას სპეკულაციად აფასებს.

"ეგეთი სულელები იყოს "ლელო" არ მგონია, არ მინდა დავიჯერო, რომ ეგეთი სულელები არიან, როდესაც ბილბორდს ყიდულობ, იმას აქვს გარკვეული ვადა, იხდი ამ ვადაში გარკვეულ თანხას, როდესაც მთავრდება ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ, შესაბამისად, ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთი პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის", - თქვა კახი კალაძემ.

"ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დეა მეტრეველის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" 2 დღის წინ ჩამოხსნა ერთადერთი ბანერი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" შესახებ და მის ნაცვლად, "ოცნების" საარჩევნო, სარეკლამო ბანერები განათავსა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა