თეგებით ძიება

მოსმენების საქმის გამოიძიებაში აშშ ჩაერთო, „ნაცმოძრაობის“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ - მამუკა მდინარაძე

გამოძიებაში ჩაერთო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ თავისი შესაბამისი სამსახურებით. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ადამიანის უკანონო მოსმენა არ შეიძლება.

„შესაბამისად, რა მოხდა რეალურად, არავინ იცის. ამას სჭირდება არა ერთი ამ ორი კვირის გამოძიება. ახლა შემოაგდეს, რომ ამის გამოძიება ვერ მოესწროს, ამას სჭირდება თვეები და შეიძლება რამდენიმე წელიც კი. ვინ მოისმინა, რომელი იყო კანონიერი, რომელი იყო უკანონო, ვინ ჩაწერა, ვის აწყობდა, ვის პერიოდში ჩაიწერა, საიდან გავრცელდა, ხომ არ იყო მაგალითად, პირობითად ვამბობ, სხვა ქვეყნის სპეცსამსახური ამაში ჩარეული ან რომელი არის რეალური და რომელი არის არარეალური. რაც ვნახეთ, იმაზე შეიძლება მარტივი დასკვნის გამოტანა. ნიკა გვარამიამ რომ გაასაჯაროვა რაღაცები, ისიც ასე იყო. რაღაც იყო რეალობასთან ახლოს და რაღაც იყო ტყუილი. ის რაღაც, რომელიც ტყუილი იყო, გაცილებით ბევრი იყო. ამიტომ, წინასაარჩევნო მანიპულაციაა ელემენტარული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოიძიებენ ყველაფერს დეტალურად, ამაში ჩაერთო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ თავისი შესაბამისი სამსახურებით. დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ და მისი მედიის წარმომადგენლებს შედეგები არ მოეწონებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული მოსმენების ათასობით ფაილი გავრცელდა. როგორც ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, უსმენდნენ ყველას, პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს, ჟურნალისტბს და რიგით მოქალაქეებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა