თეგებით ძიება

გახარია - თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი

თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები იმართება.

მისი თქმით, არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და არ არსებობს ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მართვა და წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე.

„არა გვაქვს ასევე სამართლიანობა. სამართლიანობა, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება და დღეს, ჩვენ ამ არჩევანს გვიზღუდავენ, მხოლოდ წარსულსა და აწმყოს შორის. ეს ხდება მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, გუშინწინდელი დღეა და „ქართული ოცნება“, გვაბრუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულში, სულ უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავლის და ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის ნამდვილი დებატი და კანდიდატებმა ამომრჩეველი არ უნდა მოატყუონ.

„პირველ რიგში, მივესალმები ყველა კანდიდატს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ნამდვილი დებატი და ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ, მაგრამ მე მაინც ვდგავარ აქ, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მაქვს ამომრჩევლის წინაშე, თბილისელების და საქართველოს ამომრჩევლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა