თეგებით ძიება

"კომპანია სუპიდან ხორცს ჰპარავდა ადამიანებს" – ქუმსიშვილი უფასო სასადილოებზე

“ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია სუპიდან ხორცს ჰპარავდა ადამიანებს და ამაში თბილისის მერია დაადანაშაულა.


“კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი და უზრუნველყოფს, ღარიბი ადამიანების კვებას, არის კალაძესთან დაახლოებული პირი. კომპანიას ჰქვია “ალადაშვილი და კო”. ყველაზე ამაზრზენი რაც არის, 2 წლის წინ ეს კომპანია იყო დაჯარიმებული იმის გამო, რომ ხორცს პარავდა სუპიდან ადამიანებს. ახლაც აკეთებს იგივეს ჯერ საერთოდ 1.18 ლარად როგორ უნდა გამოკვებო ადამიანი? “,- ამბობს მიხეილ ქუმსიშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა დღის სტუმარში საუბრისას.


​ქუმსიშვილის საქციელმა გუშინ კალაძე გააღიზიანა და ქილა გადააგდო. დღეს კი თქვა, რომ “საკვების გარდა, ყველაფერი იყო იმ ქილაში”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა