თეგებით ძიება

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში არჩევნების კვლევის შედეგები წარმოადგინა

„ქართული ოცნების“ თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას დედაქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო.

„წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს.

კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) 57,9%

ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 27,8%

გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 5,3%

ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,5%

გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 2,1%

ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6 თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,6%

მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,5%

სხვა კანდიდატები 1,7%


კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა.

ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია. როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა