თეგებით ძიება

"რომელი სახელმწიფოს ხელისუფალი ამბობს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე, რომ პრემიერმინისტრი ნარკომანიაში ჩაითრია?" - იაგო ფრანგიშვილი

"რომელი სახელმწიფოს ხელისუფალი ამბობს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე, რომ პრემიერმინისტრი ნარკომანიაში ჩაითრია?" - იაგო ფრანგიშვილი
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში აფასებს.

"რომელი სახელმწიფოს ხელისუფალი ამბობს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე, რომ პრემიერმინისტრი ნარკომანიაში ჩაითრია?
ეს რომ თქვას რადიკალურმა ოპოზიციამაც კი, იმასაც წესით არ ეკადრება, თუ სახელმწიფოსადმი მისხალი გრძნობა გააჩნია.

მოკლედ
თავად სახელმწიფოს მმართველობა ფეხქვეშ თელავს სახელმწიფოს სახეს და დიდი გამძლეობაა საჭირო, რომ ხელისუფლების კრიტიკოსი არ აჰყვე ამ საშინელებას.
მიზანმიმართულად მიდის ყოველნაირი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის მსხვრევა.
პრეზიდენტს დააბრალო ნარკომანია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში, ისჯება სამართლებრივად.
მაგრამ,
არ გვაქვს მართლმსაჯულება, არ გვაქვს სახელმწიფო და ამიტომაც ვიტყოდი -
შეიყვანეთ პრეზიდენტი სუბსტიტუციის პროგამაში და ჩაუტარეთ სტაციონალური დეტოქსიკაცია", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა