თეგებით ძიება

"ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი ზმეიკიანი… " - დეა ადამია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

"ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და მინუს 18-20 გრადუსში ყავთ პაციენტები რეანიმაციებში… საცოდავ ხალხს შუქს არ უქრობენ არასდროს… წარმოიდგინეთ სულ სინათლეა და სულ ცივა… ამ დროს კი 100% ხისტი ჰაერი გეხეთქება ნიღბიდან… გიკეთებენ მუდმივად დამაძინებელს… ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი ზმეიკიანი…

ანუ სიცივე, 24 საათიანი სინათლე, ნიღაბი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი (ექიმის კვირაში ერთხელ, აბა ისე სად ცალია შემოსასვლელად ყავა ვინ მიირთვას მერე), ძილი, შიმშილი, წყურვილი, ძილი… ტკივილი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი… ტკივილი… ტკივილი… ექთნის ყვირილი… უძლური ადამიანის ტირილი, ტირილი…. ძილი… ძილი… ძილი… და ამ ყველაფრით გადაღლილზე სხეულიდან გასვლა… შავი პარკი, უდიერად ჩაგდება, ზმეიკა… და სრული უპატრონობა… ეს არის მოკლე აღწერა კოვიდ რეანიმაციის…", - წერს ადამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა