თეგებით ძიება

"ის რომ მედიცინა უმაღლეს დონეზე არ არის საქართველოში არ უნდა განზოგადდეს ყველა ექიმსა თუ კლინიკაზე..."- არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე წერს:

"მეგობრებო ბოლო დაახლოებით 10 წელია არათუ არ ვმუშაობ, შეიძლება ითქვას რომ ფაქტიურად არც ვცხოვრობ საქართველოში.
შესაბამისად მეც ზოგადი წარმოდგენა მაქვს რა ხდება კოვიდ კლინიკებში თუ კოვიდ რეანიმაციებში და ამა თუ იმ ინდივიდუალურ შემთხვევაში რა ხდებოდა კონკრეტულად, ცხადია არ ვიცი.

მითუმეტეს დისტანციურად ინდივიდუალურ შემთხვევებზე ვერაფერს ვიტყვი, ყველა კლინიკას ყავს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები, პასუხებიც მათგან უნდა გავიგოთ.

ის რომ მედიცინა უმაღლეს დონეზე არ არის საქართველოში არ უნდა განზოგადდეს ყველა ექიმსა თუ კლინიკაზე, სამედიცინო სექტორში არსებული მილიონი პრობლემა ვიცით რომ არსებობს, ასევე იმის იმედი ტყუილად გექნებათ რომ ეს მალე გამოსწორდება, არ გამოსწორდება მალე, განვითარებად(!) ქვეყანაში განვითარებული(!) მედიცინა ვერ იქნება ვერასდროს, ნონსენსია.

განვითარებად* ქვეყანაში განვითარებული* ვერ იქნება არათუ მედიცინა, არამედ ვერც ერთი სისტემა.
ეს ცხადია არ არის ინდულიგენცია მედპერსონალისთვის რომ სისულელეები აკეთოს, პირდაპირი თუ ირიბი ანტივაქსერული ბოდვებით კვებოს მოსახლეობა, გაუგებარი დანიშნულებები თუ რეკომენდაციები გასცეს და მითუმეტეს არ აქვს უფლება არავის გულგრილობა გამოიჩინოს პაციენტის მიმართ, დანაშაულია ეგ.
და მეორე მხრივ არც ის არის, რომ განზოგადდეს თითქოს ყველა ექიმი თუ ექთანი დაბალი დონისაა.

რაც დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ კოვიდ კლინიკაში თუ რეანიმაციაში, ამ კლინიკაში მოხვედრისგან ვაქცინა 90% გიცავთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფეისბუქზე მარშანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა