თეგებით ძიება

"არასოდეს დაიჯეროთ, რომ ქართველები მარტოს დაგტოვებენ!" - კოვიდინფიცირებული ემიგრანტის ემოციური წერილი

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ანა ბურდული, რომელიც კოვიდინფექციას ბინაზე ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

„უცხო ქვეყანაში, საშიში ვირუსით ერთ ოთახში რომ ჩაიკეტები, არ იცი როდის გამოხვალ იქიდან, ან გამოხვალ კი?როდესაც სიცხე გაქვს და წამალი არა, ყელი გტკივა და წამალი არა, რადგან წამლები არ გქონდა მომარაგებული, არადა იციან მეგობრებმა, ერთ ჩანთა წამლებს დავატარებ თან, როდესაც კვებაც უნდა შევარჩიო ჯანმრთელობის სხვა პრობლემის გამო.

არასოდეს დაიჯეროთ, რომ ქართველები მარტოს დაგტოვებენ!!! კარებს მიღმა ვდგავარ და მადლობებს ვხავი ამ ჩემი ნაკაწრი ყელით და ნატკენი ნერვებით. ლალი, თიკო, ნინო, გრეტა, მზია, ფატი... მოაქვთ ამანათები და კარს მიღმა გვიტოვებენ! სახლშია და ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის ვართ! სიტყვები უძლურია მასპინძელ ოჯახს მადლიერება დავუდასტურო!

ოჯახი სადაც ვმუშაობდი, სადაც ვმუშაობ, სადაც ამ შვებულებისას უნდა მემუშავა ყოველდღე, ყველა წევრი მირეკავს და მამხნევებს.
და გადის დღეები. მოუგვარებელი საექიმო ჩარევით, ფილტვებზე მოსმენის გარეშე, ქართველი მედიკოსებისგან მიღებული სატელეფონო რჩევებით და იმედი მაქვს, გზაზე მდგარ ჩემ შვილთან შეხვედრის ბედნიერებას მაცდის ეს ავად სახსენებელი კოვიდი.

იმედი ყველაზე ბოლოს გვტოვებს!
უფალო, გამაძლებინე!“ - წერს ანა ბურდული.

exclusivetv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა