თეგებით ძიება

"ენკა" საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი "ენკასთან" დაკავშირებით

800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება, „ენკა“ საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა - "ეს კონტრაქტი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, მემკვიდრეობით დამხვდა. ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი. ამაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან"

ქვეყნის აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ელაპარაკოს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

"როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ეს მეც მაწუხებდა, რაც სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება, ზოგადად, პროცესს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგსა და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო. გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა