თეგებით ძიება

"ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა - მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სააკაშვილის განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება და ის ამ პროცესს გვერდიდან ვერ შეხედავს.

„ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა, დავაფიქსიროთ პოზიცია. მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენი მოპოვებული გამარჯვება.

საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა-არგადარჩენის ბედი წყდება, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით. ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში", - აცხადებს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა