თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის საქართველოში და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ის არ მოდის ხელისუფლებაში - გიგი უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან კარგია, თუმცა მისი განმარტებით, ექსპრეზიდენტი ხელისუფლებაში არ მოვა.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ჩამოდის საქართველოში და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არ მოდის ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში მოვა კოალიცია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით. ამიტომ შევხედოთ ამას როგორც ფართო პოლიტიკურ მოვლენას, იცვლება ეპოქა და ამ ეპოქაში ჩვენ შიშები კი არ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ის სისტემა სადაც გამორიცხული იქნება ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ეს არის ამოცანა, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. მან გუშინ თვითმფრინავის ბილეთის ფოტოები გაავრცელა, სადაც თარიღად 2 ოქტომბერია მითითებული. ამავე დღესაა ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა