თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ილჰამ ალიევს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.

ღარიბაშვილი "ზაგულბას" სასახლეში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.

"ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ნდობა გვაქვს, რაც მთავარია, როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება.
ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას. მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.






თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა