თეგებით ძიება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში არჩევნების დღეს კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას ჩაატარებენ

არჩევნების დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა