თეგებით ძიება

სუს-ი ექსპერიმენტის ქვეშ - რა გააკეთა "გირჩი - მეტი თავისუფლებამ"?

"გირჩი მეტი თავისუფლების" ექსპერიმენტი სუს-ის მოსმენებზე ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა ტელეფონით და მესენჯერით ერთმანეთში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, აქცია დაგეგმეს და ადგილი შეათანხმეს.
შეთანხმებულ ადგილზე მისულებს კი რამდენიმე წუთში პოლიციის დიდი მობილიზაცია დახვდა.

"გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთისთვის დაგვერეკა და შეგვეტყობინებინა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც გვქონდა დაგეგმილი, მიმანიშნებელი სიტყვებით ერთმანეთს ვესაუბრეთ, რომ შევხვდეთ ერთმანეთს ბოძებთან და სუს-ის ოფისთან, თან ვიქონიოთ შუშა და აგური.

შედეგად მივიღეთ ის, რომ ერთ ლოკაციაზეც და მეორე ლოკაციაზეც, განსაკუთებით, მერიასთან დაგვხვდნენ უამრავი რაოდნეობით, მინიმუმ 20 მანქანა მაინც, ქვეითების დათვლა შეუძლებელი იყო რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ მანკიერ პრაქტიკას რითიც არის სუს-ი დაკავებული, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პოლიცია", - თქვა თეიმურაზ პატარიძემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა