თეგებით ძიება

"მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია" - მიხეილ სააკაშვილი

ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევოპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

"სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას,როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნაში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს, გვიან საღამოს გეგმავს. სააკაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა