თუ რამე დამემართება, ჩემთან არ მოვიდეს არც ერთი მღვდელი და ჩუმადაც არ სცადოს წესის აგება! - რას წერს დომენიკ მანგო?
ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს:
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ საჯაროდ: მე თუ რამე დამემართება (მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ვარ), ჩემთან არ მოვიდეს არც ერთი მღვდელი და ჩუმადაც არ სცადოს წესის აგება! ეს ღვთის პირიდან გადავარდნილი, ანაფორაში შემოსილი სატანები საერთოდ არ გამეკაროს გარშემო!
ჩემთვის არც ერთი ტანსაცმელი არ ასოცირდება მორწმუნეობასთან - რაც ყველაზე მთავარია, მათ გულებში არაა ქრისტე, თორემ ქრისტე რომ იყოს, უარს ვერ ეტყოდნენ მოტირალ დედას რაღაც ე.წ “ლოცვის” გაბზუილებაზე, რომელსაც “წესის აგება” დაარქვეს, რომელიც სრულიად აცდენილია სახარებისეულ სწავლებას, რადგან სახარებაში ასეთი რამე საერთოდ არ არსებობს! სახარებაში წერია: შაბათი ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის - წესები ადამიანისთვის და არა ადამიანი წესებისთვის!
თავად ქრისტემ დაარღვია შაბათი ადამიანისთვის და ამით დატოვა მაგალითი ქრისტიანთა გულებისთვის. ამიტომ მოაშორეთ თქვენი ბინძური წესები ჩემგან, შორს გაწიეთ თქვენი გარყვნილი გულები! ჩემს საიქიო ცხოვრებას არ სჭირდება თქვენი ბინძური ენებით ნაბზუილები ლოცვები, ეს რომ მჭირდებოდეს, მაშინ ვიქნებოდი ცოცხლად წესის ასაგები! დრო დადგება, ეგ ანაფორები შემოგეცვითებათ! დრო დადგება, ყველა ქრისტეს გამყიდველს მოგეჩინებათ თქვენი ადგილი! თქვენს ცარიელ გულებს ნუ ექნება იქაური წყალობის იმედი, თქვენი გულისამებრ მოგეზღვევათ, რადგან ქრისტე იქ იდგა და აკაკუნებდა!" - წერს მანგო.