თეგებით ძიება

"ღმერთმა იმხელა ძალა მომცა, რომ ჩემს ერთ დანარეკზე ხალხი სასწაულებრივად უსწრაფესად იკურნება" - დეა ადამია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის მიმართ გულგრილობაში ექიმებს ადანაშაულებს, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

"მოკლედ მოვყვები… არ მინდა თავი მოგაბეზროთ ყველას ამდენი პოსტებით… 30 აგვისტოს დამიკავშირდა მესენჯერით ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც დავურეკე და ისიც ჩემსავით ექიმების უყურადღებობით გატანჯული და ძალიან დაბნეული იყო… მთხოვა დახმარება… რა თქმა უნდა სწრაფად გავუწიე და არც დავფიქრებულვარ ისე უსწრაფესად გადავრეკე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, მოვახსენე ვინც ვიყავი და ისიც რომ ჩემი ახლობელი მკურნალობს მანდ მეთქი ქალბატონო ასია ოსეიანი მეთქი (ამ დროს არც ვიცნობდი) და არ გაბედოთ დედაჩემს რაც გაუკეთეთ ის გაიმეოროთ მეთქი… სწორედ ეს ქალბატონი რომელიც საიმიჯო სახედ აიყვანეს, რომ თითქოს ზე პროფესიონალურად მკურნალობენ უკლებლივ ყველას ამ თაღლითების ჰოსპიტალში… სქრიენბს ქალბატონ ა ასიას შვილთან უცვლელად გთავაზობთ.

მოკლედ დედაჩემის სულმა და მაღალმა ღმერთმა იმხელა ძალა მომცა, რომ ჩემს ერთ დანარეკზე ხალხი სასწაულებრივად უსწრაფესად იკურნებიან! დიდება უფალს! მადლობა თქვენ ვინც მიკავშირდებით დასახმარებლად, რადგან მადლის გროვებაა ჩემი მიზანი ამ მიწაზე… რითაც წავრსდგები უფალთან, რომ მეც იქ მოვხვდე სადაც დედაჩემია!!", - წერს დეა ადამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა