თეგებით ძიება

"თუ ჩემთან წამოხვალ და ცოტას მომეფერები, 50 ლარს მოგცემ, ცხელ ჩაისაც დავლევთ..." - რა გადახდა 14 წლის ბავშვს ავტობუსში?

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მოზარდის ისტორია ვრცელდება.

"ცეკვაზე მივდიოდი. ძალიან წვიმდა და გადავწყვიტე, ავტობუსში ავსულიყავი. მაშინ არც კი ვიფიქრებდი. რომ ასეთი ამაზრზენი ფაქტები არსებობდა, სავარაუდოდ 14 წლის ვიქნებოდი.

ავედი ავტობუსში. პირველი გაჩერება მშვიდად გავიარე, შემდეგ მოხუცმა კაცმა ხელი მომკიდა ხელზე (ფეხზე ვიდექი გადაჭედილ ავტობუსში და ხელით ვიკავებდი წინასწორობას). გამიკვირდა, ალბათ ვერ შემამჩნია-მეთქი და ხელის საერთოდ გაშვება დავაპირე, თუმცა არ გამიშვა და მოფერებასავით მოძრაობები დამიწყო. მეუბნება, “ალბათ გცივა, დასველებულხარ, ცოტას გაგათბობო”.

ძალიან შემეშინდა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა, არც ის ვიცოდი, რა უნდა მომემოქმედებინა. მალევე მოჰყვა ამ ყოველივეს შემდეგი წინადადება: “თუ ჩემთან წამოხვალ და ცოტას მომეფერები, 50 ლარს მოგცემ, ცხელ ჩაისაც დავლევთ”.

ეს შოკი და გამოფხიზლება ერთად იყო… ჩემდა საბედნიეროდ, ავტობუსის კარი გაიღო და ეგრევე ჩამოვედი ავტობუსიდან.
ცეკვაზე გასაწური მივედი წვიმისა და ნერვიულობის გამო. თუმცა მთავარი ის იყო, რომ თავი დავაღწიე. იმ დღის მერე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტო მგზავრობის ძალიან მეშინია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა