თეგებით ძიება

"მთელი ეს წლები, ამ გოგონას, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების გარდაუვალ სიმბოლოს, ისე ვუყურებდი" - რას წერს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იმ პირობაზე წერს, რომელიც მან მამამისს გარდაცვალების შემდეგ მისცა.

"მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მასვე დავპირდი, რომ მძიმე სენთან მებრძოლი ახალგაზრდებისთვის ვიბრძოლებდი. თვითონაც ამგვარ სენს შეეწირა. ვიბრძოლებდი ჩემი უმცირესზე უმცირესი შესაძლებლობით - ცხადია. ეს დიდწილად მათი გასაჭირის შესახებ ხმის მიწვდენას გულისხმობდა - ზოგჯერ დავმარცხდით, მაგრამ მეტჯერ გავიმარჯვეთ. ამ გზაზე გავიცანი ეკატერინე ბაკურაძე. ბერი ანდრიას ფონდმა გამაცნო. ეკატერინემ პირველი და დიდი ომი მოიგო. პირველი კი არა, ასე ჩანდა, რომ საბოლოო წარმატება იყო, მაგრამ დილით შემატყობინეს, რომ ახლანდელმა ვირუსმა ისევ დააბრუნა ძველი სენი. მთელი ეს წლები, ამ გოგონას, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების გარდაუვალ სიმბოლოს, ისე ვუყურებდი, ვამჩნევდი ბევრგან და ძალიან მიხაროდა. მეც და მის უამრავ გულშემატკივარსაც. მაშინ, როცა გავიცანი, პირველად წიგნები გვთხოვა და მას შემდეგ, სულ წიგნთან მეგობრობდა. როცა გამოჯანმრთელდა, ერთად მოვაგროვეთ წიგნები და მისი სოფლის ბიბლიოთეკას ჩავუტანეთ. ხვალაც ბევრ რამეს ვიზამთ. აუცილებლად. უბრალოდ, მანამდე ხელახლა უნდა გავაწბილოთ დაუპატიჟებელი სტუმარი და უკვე საბოლოოდ ჩავურაზოთ კარი. და ამას აუცილებლად შევძლებთ", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა