თეგებით ძიება

"მამა რომ დაიღუპა, დედა მისი ოჯახიდან გამოაგდეს, - არც შენ გვინდიხარ არც შენი გოგოებიო"

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა!
მეც დავწერ ჩემი ოჯახის ისტორიას.
დედაჩემი გარიგებით გაათხოვეს. მამაჩემი სიმპათიური კაცი იყო, დედასაც მოეწონა და მაგიტომ დათანხმა.
ბებიაჩემი, რომელიც იყო და არის კრუელა, ცხოვრებას უმწარებდა დედას. 6 წელი გასტანა ამ ქორწინებამ. მამა როგორც კი დაიღუპა, დედა მისი ოჯახიდან გამოაგდეს, - არც შენ გვინდიხარ არც შენი გოგოებიო.

მამას ბინაში ბიძაჩემი გადმოვიდა და მთელი ცხოვრება გვეუბნებოდა, ეს ჩემი ბინა არისო...
ისიც გარდაიცვალა.

ბებიამ ისევ არ დაგვითმო ბინა - გააქირავა და თავის მეორე ბიჭთან გადავიდა საცხოვრებლად. ახლაც იმის ძახილშია, არაფერი გეკუთვნითო.

ჩემი და ქირით ცხოვრობს 10 წელია, არც მას უშვებს ამ სახლში, თან იმას ამბობს, გოგოებს არაფერი გეკუთვნითო. მანქანა და ავტოფარეხი გაყიდეს და ახლა ბინის გაყიდვა უნდა...

არ მიყვარს ბებიაჩემი, ღმერთმა ისე დატანჯა, რომ ახლა ბიძაჩემი და მისი ბიჭი სიცოცხლეს უმწარებენ, მაგრამ პატრულს არ იძახებს, ისე უყვარს ისინი. ბებიას სულ 4 შვილი ჰყავდა.

დღემდე ჩემს დას ეუბნება, ჩემი სიკვდილის მერე შენ დაგრჩება ეგ ბინაო. არადა, ამასაც იტყუება, მეც არ ვუყვარვარ, რადგან დედაჩემს ვგავარ ფიზიკურად..."



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა