თეგებით ძიება

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა... ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარი უგულო ადამიანების ახირების გამო, აღარ იარსებებს"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ეთერ კვახაძის ინფორმაციით, თბილისში, ვაშლიჯვრის ძაღლების თავშესაფარი დაიხურა.

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ვაშლიჯვრის ძაღლების პატარა თავშესაფარი უგულო და სასტიკი ადამიანების ახირების გამო აღარ იარსებებს.არ დაგვაცალეს რომ რამე მოგვეძებნა მათ გადასაყვანად.15 უდანაშაულო პატარა ძაღლი მუნიციპალურმა გადაიყვანა.ყველაზე გასაბრაზებელი ისაა მომჩივარები ახალგაზრდა ოჯახებია თურმე ვერ იძინებენ ყეფის გამო.და სასიკვდილოდ გაიმეტეს ძაღლები.ვიცი ღმერთი არსებობს და მოეკითხებათ.მათ ცინიკურ სახეებს რომ ვუყურებდი და ვუსმენდი კიდევ ერთხელ ვიფიქრე რომ ბევრზე აღმატებულია ცხოველი და უფრო კეთილშობილია ძაღლი.ტყუილად უხარიათ მათ მაგ ტერიტორიაზე არ იქნებიან ჩვენი მიკედლებული და მოვლილი ძაღლები? მოვლენ სხვები.ყველას ვერ გაწყვიტავენ.ცინიზმია როცა თან გეუბნებიან რომ სახლში ძაღლები ყავთ თურმე და ამ დროს ქუჩის ძაღლებს ვერ იტანენ", - წერს ეთერი კვახაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა