თეგებით ძიება

"ჟურნალისტების, როგორც იარაღიდან გასროლილი ტყვიის, ისე ეშინია ხელისუფლების წარმომადგენლებს" - ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე ტელეკომპანია "ფორმულას" სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზიის გვერდით ხალხი დგას.

"ტყუილად კი არ დაერქვა ტელევიზიას "ფორმულა". ისე როგორც მათემატიკაში ფორმულა გამოხატავს სიზუსტეს, ასევე ჩვენ ცხოვრებაში ტვ "ფორმულა" ემსახურება სიმართლეს, ზუსტად ასახავს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ტელევიზიის ჟურნალისტების, როგორც იარაღიდან გასროლილი ტყვიის ისე , ისე ეშინია ხელისუფლების წარმომადგენლებს. დიახ მათ სიმართლის ეშინიათ. მთავრობის მოხელეებო! რაც არ უნდა ებრძოლოთ ამ ტელევიზიას, ვერაფერს ვერ გახდებით, რადგან ამ ტელევიზიის გვერდით ჩვენ - ხალხი ვდგევართ. თქვენ ხალხის ნების წინ ვერ წახვალთ. საქართველოს მთავრობა", - წერს ლამარა აბჟანდაძე.

ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა