თეგებით ძიება

"წუთებდათვლილი მივიყვანეთ... მოხდა სასწაული, კოვიდმა უკან დაიხია... ვერ წარმოიდგენთ, როგორ იბრძვიან ექიმები დ ცდილობენ, გადაარჩინონ პაციენტი" - ჯაბა თოლორდავა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჯაბა თოლორდავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მძიმე კოვიდპაციენტის სასწაულებრივ გადარჩენაზე და მედპერსონალის მუხლჩაუხრელ შრომაზე წერს.

"მოკლედ, საიდან დავიწყო წერა არ ვიცი, რაც გადავიტანეთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ბიცოლა რომელიც ძალიან მიყვარს და მთელი ბავშვობა მასთან გავატარე არის 70 წლის რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ტკივილი ნანახი ცხოვრებისეული (ტრაგიკულად დაკარგა ორი შვილი) და ასევე აქვს თანმხლები დაავადებებიც, გადავიყვანეთ კოვიდი სასტუმროში სადაც დამძიმდა ძალიან და რამოდენიმე დღეში 1 სექტემბერს აღმოვჩნდით ღუდუშაურის სავადმყოფოში. ძალიან მძიმედ 18-ქულიანი დაზიანებით და ასევე უმძიმესი მდგომარეობით! რამოდენიმე დღე და ღამე გვქონდა გაერთიანებული და სრულიად უიმედოდ ველოდებოდით ყოველ წუთას ფატალურ შედეგს, იყო საუბარი რომ გადაეყვანათ ეგრედწოდებულ აპარატზე რადგან 24 საათი იყო დამოკიდებული სიპაპზე და მიუხედავად ამისა ვერ სუნთქავდა! მოახდინეს სასწაული როცა გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში ბატონმა (რეანიმაციის უფროსი კოვიდებში) მამუკა კაპანაძე, ქალბატონი (ექიმი) ირინა კიკნაძე, ნატო გოგლიჩიძე, და უფროსი ექთანი მარი გათენაშვილი, ასევე დავით ქანდარიას, ასლან გერმანისვილს, ველოდი გახარიას, სალომე სხულუხიას (მათმა იციან თუ რატომაც ვუხდი მადლობას უდიდესს) ამ ადამიანების მერე დანარჩენს ვერც ჩამოვთვლი ვინც ჩვენს გვერდით იდგა 24 საათი ღამე და დღე დაუღალავად ცდილობდნენ ბიცოლას გადარჩენას და მოხდა სასწაული დღეს პაციენტი გამოწერეს კოვიდმა უკან დაიხია და ჩვენი თინა (ლალი) არის ცოცხალი მის შვილიშვილებთან და ჩვენთან ერთად სახლში სადაც გადის დამატებით მკურნალობას და მასაჟს. ენით უთქმელი მადლობა მთელი ღუდუშაურს თითეულ ექიმს, ექთანს, დაცვას, მიმღების გოგოებს (ყველასთან დავმეგობრდი არ გაგიკვირდებათ ვინც მიცნობთ) ყველამ იცოდა ჩვენი გასაჭირი დღე და ღამე გვქონდა გათენებული ან ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული გაგვეგო თუნდაც იოტისოდენა უკეთესობა. უფალიც დაგვეხმარა და არ გაწირა ეს კეთილი ადამიანი სიკვდილისთვის! მართლა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ იბრძვიან საერთოდ არ გამოდიან გარეთ კოვიდ რეანიმაციის ექიმები და ექთნები, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ გადაარჩინონ პაციენტი. დღეს თინა (ლალი) ბიცოლას გამოწერა მგონი ჩვენზე მეტად უხაროდა იმ მედ პერსონალს ვინც ერთი თვე დღე და ღამე იბრძოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მჯერა სასწაულის და იმის რომ ღუდუშაურში უმაგრესი მედ პერსონალი მუშაობს და ახდენენ სასწაულებს, ფაქტიურად წუთებ დათვლილი პაციენტი მივიყვანეთ და ცოცხალი გვყავს დღეს სახლში! ღმერთი გადაგიხდით ყოველი სიკეთისთვის ყოველი წუთისთვის რასაც ჩვენთვის და ყველა პაციენტისთვის აკეთებთ თქვენ. უფალმა დაგლოცოთ და გისურვებთ უამრავ გადარჩენილ, ჯამრთელ და მადლიერ პაციენტს. თითეულ ნათესავს, მეგობარს, მეზობელს მადლობა ვინც რეკავდით გვამხნევებდით და ჩვენს გვერდით იდექით შეძლებისდაგვარად. ბელა (შვილი) იმდენად იყო ცუდად დედის ავადმყოფობის გამო ვერ გპასუხობდათ და გიხდით უდიდეს მადლობას თანადგომისთვის კანადიდან. კიდევ ერთხელ მადლობა დაუღალავი შრომისთვის მამუკა კაპანაძეს, ირინა კიკნაძეს, მარი გათენაშვილს და ღუდუშაურის კლინიკის დირექციას, თითეულ ექიმს, ექთანს და მანდ მომუშავე ადამიანებს.

ამ კლინიკაში სასწაულებს ახდენენ, სიკვდილზე იმარჯვებენ", -წერს ჯაბა თოლორდავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა