თეგებით ძიება

"ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში, სავარაუდოდ, ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა სამარცხვინოა.

"მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს.
ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ...
გუშინ დილას გითხარით კიდეც.
წადით ბიძია სახლში...
ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა სამარცხვინოა...", - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა სოციალურ ქსელში, დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში იმყოფება. ფაქტს უარყოფენ შსს-ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა