თეგებით ძიება

"დედაჩემის მკვლელს შევხვდი და მივუტევე… როგორ შემეცოდა იმ “თეთრხალათიანი” მკვლელის სული, რომელმაც დედა მიწამა" - დეა ადამია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს, ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩემი დედა ბატონის მწამებელს და მკვლელს შევხვდი, ჩავხედე თვალებში და ვუთხარი რომ მივუტევე ყველაფერი… უფალმაც მოგიტევოს მეთქი… თვალს თვალში ვერ მისწორებდა… თვალებს ხრიდა სიმწრით… როგორ შემეცოდა ნეტავ იცოდეთ… როგორ შემეცოდა… ახლა ასეთ მდგომარეობაში ჩემი თავი ხომ მეცოდება ჩემი ძვირფასი დედის გარეშე რომ დავრჩი, მაგრამ მისი სული უფრო შემეცოდა, დიახ იმ “თეთრ ხალათიანი” მკვლელის, რომელმაც დედა მიწამა და უსასტიკესად მომიკლა… შემეცოდა მისი სული… დარწმუნებული ვარ როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩება ძალიან განიცდის, სრულიად განადგურებულია, ღვთისგანაც წარწყმედილია… ვინ იცის როგორ ეწვის სული… როგორ ცეცხლში იწვის მისი საბრალო სული… ჩაითრიეს და ვეღარ იხევს უკან… ის დღეს ყველაზე დიდი მსხვერპლია… და ყველა მისნაირი “ექიმი” მსხვერპლია , მსხვერპლი!!! ღმერთმა უშველოს ყველას…!

მე თქვენ ყველას მოგიტევეთ ყველაფერი, როგორც დედამ ჩემმა მოგიტევათ, მაგრამ სხვებს ვერ დაგახოცინებთ… ქრისტიანი ადამიანი ვარ და ვერ მოგცემთ იმის უფლებას რომ სხვები გაამწაროთ ჩემსავით და თქვენი თავიც უარესად დაიღუპით", - წერს დეა ადამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა