თეგებით ძიება

"ყველაზე მძიმე დასასრული აირჩიეთ, ქოცებო საკუთარი თავისთვის!" - სარიშვილი სააკაშვილის დაკავებაზე

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხელისუფლება, რომელიც მთელი დღე ამტკიცებდა რომ საქქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ არის, ახლა აცხდებს რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
არ ვიცი, ამჯერად სიმართლეს ამბობს თუ არა, მაგრამ ეს თუ სიმართლეა, ყველაზე მძიმე დასასრული აირჩიეთ, ქოცებო საკუთარი თავისთვის!
ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული, ამ ხელისუფლებასთან ერთად საქართველოც დასრულდება თუ გადარჩება.
მოვრჩით კაკუნს!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში უარყოფენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა