თეგებით ძიება

"ჩამოვალო, ჩამოვიდა. თქვა, რომ დაჭერისთვის მზად იყო, დაიჭირეს. ახლა ჩვენი ჯერია" - ნანუკა ჟრჟლიანი სააკაშვილზე

ჟრნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩამოვალო, ჩამოვიდა. თქვა, რომ დაჭერისთვის მზად იყო, დაიჭირეს. ახლა ჩვენი ჯერია.
ხვალ, ყველა მივდივართ არჩევნებზე და ზუსტად ჩვენი არჩევანით უნდა დავიხსნათ მიშა ციხიდან.
ხომ იცით, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს მეგობრებო, ხვალ, ყველა არჩევნებზე", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განაცხადა, რომ ის საქართველოშია. ფაქტს შსს-ში უარყოფენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა