თეგებით ძიება

ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად - ნიკა მელია

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და თავიანთი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად. მათ შორის იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და "ქართულ ოცნებას" შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს საშუალება მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოში დღს თვუთმმართველობის არჩევნები ტარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა