თეგებით ძიება

20 ქალაქში მეორე ტური გაიმართება? - იხილეთ სია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური საქართველოს 20 ქალაქში გაიმართება. ამ ქალაქებში ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტის აღება ვერ შეძლო.

თბილისი - კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 45.31% VS ნიკა მელია (ენმ) – 34.21%;

რუსთავი - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 44.67% VS დავით კირკიტაძე (ენმ) – 43.91%;

ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 41.42% VS ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.88%;

ფოთი - ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) – 48.11% VS გიგი უგულავა (ენმ) – 36.97%;

ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 41.23% VS გიორგი კირთაძე (ენმ) – 42.38%.

თელავი - ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) 47.02% VS გიორგი ბორტოველი (ენმ) - 45.22%;

თიანეთი - ლევან წიკლაური (ქართული ოცნება) - 43.19% VS თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის - 30.09%;

ქარელი - ზაზა გულიაშვილი (ქართული ოცნება) - 45.77% VS ნიკოლოზ ახალკაცი (ენმ) - 33.59%;

ხაშური - თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება) - 44.29% VS იოსებ ბუაძე (ენმ) - 35.53%;

ცაგერი - გიორგი ნემსაძე (ქართული ოცნება) - 49.34% VS ბესარიონ ბენდელიანი (გიორგი გახარია საქართველოსთვის) - 35.02%;

ბაღდათი - კახა ენუქიძე (ქართული ოცნება) - 49.52% VS გიორგი რობაქიძე (ენმ) - 36.19%;

წყალტუბო - გენადი ბალანჩივაძე (ქართული ოცნება) - 46.81% VS ზაზა მეტრეველი (ენმ) - 43.3%;

ოზურგეთი - ავთანდილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) - 41.42% - VS კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 28.86%;

სენაკი - ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება) - 40.83% VS კობა ნაყოფია (ენმ) - 41.37%;

მარტვილი - თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება) - 42.41% VS თეიმურაზ ჯანაშია (ენმ) - 37.92%;

ხობი - დავით ბუკია (ქართული ოცნება) - 46.25% VS ბესიკ შენგელია (ენმ) - 34.95%;

ზუგდიდი - მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) - 40.75% VS ანზორ მელია (ენმ) - 47.26%;

წალენჯიხა - გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) - 37.17% VS გიორგი ხარჩილავა (ენმ) - 41.02%;

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტური , სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება.

ჩხოროწყუ - დათო გოგუა (ქართული ოცნება) - 45.28% VS ბადრი ქარჩავა (ენმ) - 34.38%. დათვლილია ხმების 64.29%;

ხელვაჩაური - ზაზა დიასამიძე (ქართული ოცნება) - 42.9% VS მიშა ბოლქვაძე (ენმ) - 41.18%. დათვლილია ხმების 91.49%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა