ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროს გადაადგილება შეფერხდა
"ტვ პირველის" ვებ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოქალაქეებისგან იღებს შეტყობინებებს მეტროსადგურების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით.
ფოტო, რომელიც tvpirveli.ge-ს მიაწოდეს, საბურთალოს ხაზზეა გადაღებული.
ასევე მანამდე გავრცელდა კადრები, რომ მეტროსადგურ ავლაბარში ესკალატორი გამოირთო.