თეგებით ძიება

თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატი "ოცნებას“ ექნება, 13 კი „ნაციონალურ მოძრაობას“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისში, 621 უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია შედის, რომელთაც 2.5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.

ეს პარტიებია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 107 097 ხმა (28.09 %), „ლელო“ – 13 470 (3.53 %) „გახარია – საქართველოსთვის“ – 33 434 (8.77 %), „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 154 314 (40.47 %), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12 335 (3.24 %) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 9 823 (2.58 %).

რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ ოთხ მანდატს (პროპორციული), „ლელო“ ორ მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთ მანდატს (პროპორციული) და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ერთ მანდატს (პროპორციული).

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა