თეგებით ძიება

"ძალიან გახარებული ვარ, მთელი ღამე არ გვძინებია. დავისვენებთ 1-2 დღე და დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

მთელი ღამე არ გვძინებია. ჯერ კიდევ ამ ემოციებში ვართ, - "ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში დასვენებას აპირებს, მუშაობას კი მოგვიანებით შეუდგება.

"რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, იმედები გამართლდა. [...] მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო პერიოდი გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია. ჯერ კიდევ ამ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ გეგმებზე", - აცხადებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი "იმედის" ეთერში.

ცესკოს მონაცემებით, გორის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პრიველივე ტურში გაიმარჯვა. ის 51.66%-ით ლიდერობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა