თეგებით ძიება

ვის დაუჭერს პარტია "საქრთველოსთვის" მხარს მეორე ტურში

პარტია საქრთველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, მათი პარტია მხარს არც "ნაცმოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას და არც "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, კახა კალაძეს არ დაუჭერს.

"ჩვენ ვართ ცვლილებების მომხრე. იქედან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნება" გუშინდელი დღეა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" - გუშინწინდელი, შემიძლია გითხრათ რომ მხარს არ დავუჭერთ არც ერთს და არც მეორეს" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა